პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება. 2 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით სკოლებში იმ ბავშვების დარეგისტრირებაა შესაძლებელი, ვისი და-ძმაც უკვე სწავლობს ან მშობელი, მეურვე სკოლის თანამშრომელია.
ასევე თუკი ერთი ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში, მათთვისაც სარეგისტრაციო ბაზა დღეიდან ღიაა.
რაც შეეხება საყოველთაო რეგისტრაციას, ის 17 მაისს დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
წელს ცვლილებაა სასკოლო ასაკთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 ნოემბრამდე შეუსრულდებათ.