სასამართლოსთან და ეგრედწოდებულ ქოლცენტრებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიების შექმნის იდეის გარშემო ოპოზიცია ერთიანია. ახლა მათი მთავარი მიზანი და ამოცანა მიმდინარე კვირის სხდომებზე მაღალი დასწრებაა, რათა მმართველ გუნდს საკანონმდებლო ბერკეტების გამოყენებისა და საგამოძიებო კომისიის ჩაგდების შესაძლებლობა არ მისცენ.
კომისიების შექმნის საკითხთან დაკავშირებით კვლავ სკეპტიკურადაა განწყობილი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც არ აკონკრეტებს გაიმართება თუ არა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კენჭისყრა მიმდინარე კვირაში.
მმართველი გუნდი პარტნიორებისგან კვლავ მტკიცებულებების გასაჯაროვებას ელოდება, თუ რა გახდა ქართველი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზი.