28 აპრილს სამუშაოზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება - სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში, ხახულის ხეივანში ხეები დაირგო.
პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურ გაერთიანებამ და წევრმა ორგანიზაციებმა, ტრადიციულად ხეების დარგვის ფორმით პატივი მიაგო სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ხსოვნას.
2022 წელს სამუშაო ადგილებზე 35 თანამშრომელი დაიღუპა და 330 დაშავდა, მიმდინარე წელს კი ერთი გარდაცვალება დაფიქსირდა.