ბარათაშვილის 24 ნომერში, დანგრეულ ისტორიულ შენობასთან მესამე სექტორის წამომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნაა, რომ ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა ყველა კითხვას პასუხი პირდაპირ ეთერში გასცეს. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა მორიტორიუმს უკავშირდება. საუბარია ძველ ბათუმში მშენებლობების ნებართვების გაცემის დროებით შეჩერებაზე, ვიდრე კონკრეტული და მკაფიო რეგულეციები არ გაიწერება. მორატორიუმთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში მესამე სექტორი პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს.