საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

28 აპრილი 2023, 11:10 937 ნახვა

საქართველოს კიდევ ერთი ქვეყნის პირველი დიპლომატი ეწვევა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.

დღის ბოლოს იგეგმება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებაც. ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მას საქართველოს პრეზიდენტიც მიიღებს. 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი