საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს

28 აპრილი 2023, 11:41 774 ნახვა

13-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.

ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი 27 აპრილს მიიღო. ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას უკვე გაეგზავნა.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლას 18 აპრილს აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიმართვა გადაიდო.

პრეზიდენტმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის გადადების მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ წერილობითი თანხმობა გასცა პრეზიდენტის ვიზიტზე და მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში