პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

27 აპრილი 2023, 15:02 825 ნახვა

საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც  პრემიერ-მინისტრისა და  პოლონეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.  

ირაკლი ღარიბაშვილის  პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური  მიმართულებით.

ირაკლი ღარიბაშვილთან აუდიენციის შემდეგ პირისპირ და გაფართოვებულ ფორმატში პოლონეთის პირველი დიპლომატი პრეზიდენტს შეხვდა. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია.

ზბიგნევ რაუმ თბილისში  ვიზიტი  ქართველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.  პირისპირ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და გახმოვანდა ის გზავნილები, რომლებზეც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს.   

,,საქართველოს წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინტერესშიც, ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე„ - ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან საქართველოს მოსახლეობამ მოისმინა.   

თქვა, რომ თბილსიში მისი ვიზიტი დიპლომატიური და პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი