უნარების კვირეულის ფარგლებში პროფესიული უნარების სააგენტომ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამა წარადგინა, რომელმაც ეთნიკურ უმცირესობებში ენობრივი ბარიერის აღმოფხვრასა და მათ სოციალურ ინტეგრაციას უნდა შეუწყოს ხელი.
პროგრამა ენის სწავლების ახალი მოდელის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით ამოქმედდება.
უნარების კვირეული 30 აპრილს დასრულდება - მასში მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე ბიზნეს ორგანიზაციებისა და სექტორული გაერთიანებების წარმომადგენლები.