თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გიორგი მუმლაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ გიორგი მუმლაძეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდა. პოლიციამ გიორგი მუმლაძე 7-8 მარტს გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავა.