ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

24 აპრილი 2023, 14:20 689 ნახვა

ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის ირაკლი ჯინჭარაძის ადმინისტრაციული სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ირაკლი ჯინჭარაძე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

ბულვარის ყოფილი დირექტორი ასევე ითხოვდა სასამართლოს დაედგინა  მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია განსხვავებული შეხედულებების გამო. იგი „ბათუმის ბულვარის“ დირექტორობიდან 2021 წელს გაათავისუფლეს.

გათავისუფლების საფუძვლად ბულვარის ადმინისტრაცია აუდიტის დასკვნას ასახელებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი