ლიტერატურული მარათონის პირველი ტური იწყება. მარათონში აჭარის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-7, მე-12 კლასის მოსაწავლეები მიიღებენ მონაწილებას.
ლიტერატურული მარათონის პირველი ტური ჩატარდება ონლაინ სამინისტროს ვებ და ფეისბუქ გვერდებზე განთავსებული ტესტების საშუალებით. მე-7, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი გაიმართება 22 აპრილს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე; მე-10, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 23 აპრილს ასევე 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.
კონკურსში 1 584 მოსწავლე მონაწილეობს, თუმცა მოსწავლეები, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო განსაზღვრულ პერიოდში ვერ დარეგისტრირდნენ, უფლება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ლიტერატურული მარათონის კონკურსის პირველი ტურის დაწყებამდე.