ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის

20 აპრილი 2023, 18:13 602 ნახვა

ბავშვთა ფონდის და საქსტატის ეროვნული სამსახურის ერთობლივი კვლევით, ქვეყანაში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის. კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა. აღნიშნული პროგრამა 2022 წელს ფარავს საქართველოში მცხოვრები 16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის 29 პროცენტს. თუმცა, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან. გამოკითხვა მოიცავდა 1279 რესპონდენტთან ინტერვიუს, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარ ოჯახში მცხოვრები 2438 ბავშვის შესახებ.უფრო მეტს კვლევის დეტალებზე რვა საათიან გამოშვებაში მზია მართალიშვილის რეპორტაჟიდან გაიგებთ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი