სუდანში სიტუაცია უცვლელია, ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხო ადგილზე არიან - კომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი

20 აპრილი 2023, 12:14 648 ნახვა

სიტუაცია არის უცვლელი, ჩვენი თანამშრომლები ისევ უსაფრთხო ადგილზე არიან, წყალი და საკვები პროდუქტები აქვთ, დილიდან ისევ განახლდა შეტაკებები მხარეებს შორის და დაძაბული სიტუაციაა, – ამის შესახებ „ჯეო სქაის“ ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ განაცხადა.

შალვა კიკნაძის თქმით, კომპანია მზად არის, დასტურის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლების ევაკუაცია.

„დღეს მთავრდება მუსლიმანური სამყაროს მარხვა და ხვალ არის მათთვის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. ყველა მხარე იმედოვნებს, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით მაინც მოხერხდება მხარეებს შორის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ამავდროულად, ჩვენ ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაერო-ს და სხვა პარტნიორი ქვეყნების შეთანხმებას მხარეებთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. „ჯეო სქაის“ 20 თანამშრომელი რჩება ამ ეტაპზე ადგილზე.

ველოდებით საგარეოსგან დადასტურებას მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე და ჩვენ მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაცია, როგორც კი შეწყდება ცეცხლი“, – განაცხადა კიკნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი