„კონფლიქტი საქართველოში“ - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიში

20 აპრილი 2023, 11:13 717 ნახვა

“კონფლიქტი საქართველოში“ - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე. 

ანგარიში აღწერს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ანგარიშში ასევე საუბარია   საოკუპაციო ხაზზე დელეგაციის ვიზიტზე.  

ანგარიშის განხილვისას, სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. 

ლაშა დარსალიამ ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვის და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ, ასევე, ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, რომლებიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი