თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის აღსაზრდელებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ

16 აპრილი 2023, 12:20 654 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის აღსაზრდელებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე მაგდა მამულაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას ესტუმრნენ, ბავშვებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს, სადღესასწაულო ნობათი და სათამაშოები გადასცეს.

გიმნაზიის აღსაზრდელებმა სტუმრებს მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები გააცნეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი