სოფელ ხუცუბანში, ხანძრის შედეგად, სახლი დაიწვა

14 აპრილი 2023, 15:00 800 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის შედეგად, საცხოვრებელი ფართის 300კვ/მ დაიწვა.

სახლში ექვსი ადამიანი ცხოვრობდა, მათი გამოყვანა დროულად მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარმა საყოფაცხოვრებო ნივთები მთლიანად გაანადგურა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში