წითელი პარასკევი - აჭარის მაუწყებელი წმინდა მიწაზე

14 აპრილი 2023, 15:10 916 ნახვა

დღეს წითელი პარასკევია, დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე. დღე, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს.

ამ წუთებში ტაძრებში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი სრულდება. მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვასა და დატირებას ასახავს. რიტუალი ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.  

იერუსალიმში მყოფმა მორწმუნეებმა ტრადიციულად ვია დოლოროსას იგივე ტკივილიანი გზა გაიარეს. სახარების თანახმად, ეს გზა ქრისტემ ჯვარცმამდე უკანასკნელად გაიარა.

ჩვენი გადამღები ჯგუფი, თამუნა გაზდელიანი და მამუკა ცენტერაძე მუშაობენ იერუსალიმში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში