საგრანტო კონკურსი ფესტივალების ჩასატარებლად

14 აპრილი 2023, 11:03 657 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტრომ რეგიონში დაგეგმილი ფესტივალებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.  კონკურსის მთავარი მიზანი კულტურისა და ხელოვნების სფეროების განვითარების ხელშეწყობა, კულტურის პოტენციალის წარმოჩენა, ასევე რეგიონის ცნობადობის ამაღლება და მისი პოპულარიზაციაა.  საკონკურსო განცხადებების მიღება  19 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.  

კონკურსში მონაწილეებმა განაცხადი თანდართული დოკუმენტაციით სამინისტროში უნდა წარადგინონ ელექტრონულად. ერთი ფესტივალისთვის  გათვალისწინებულია 80 ათასი ლარი.

სამინისტროს ბიუჯეტი კი ამ მიმართულებით ნახევარ მილიონს აღწევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი