აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,იალქანის” ბავშვებს მთავრობის სახლში უმასპინძლა.გაიმართა თოჯინების სპექტაკლი წითელქუდას ჩვენება, ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები. მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაიცვას მიუსაფარ ბავშთა უფლებები და საერთო ძალისხმევით მოახდინოს ბავშვების რეაბილიტაცია, მათთვის უსაფრთხო სამედიცინო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.