დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები გაიმართება

11 აპრილი 2023, 20:31 646 ნახვა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება. პორტუგალიური „ბენფიკა“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს, მეორე მატჩი კი მანჩესტერში, ეტიჰადის სტადიონზე ჩატარდება, სადაც „სიტი“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. როგორც „ბენფიკას“ ასევე ინტერსაც საკადრო პრობლემები აქვს. „ინტერის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ ოტამენდი, დრაქსლერი, ბა და რისტიჩი, ასევე საეჭვოა გონსალო რამოშის თამაშიც. „ინტერს“ დალბერტი დააკლდება, ჩალჰანოღლუ და მილან შკრინიარი, ასევე სამირ ჰანდანოვიჩის თამაშიც გადაწყვეტილი ჯერ არ არის. რაც შეეხება მეორე წყვილს, „სიტის“ ფილ ფოდენი და ბენჟამენ მენდი გამოაკლდა, ბავარიელთაგან კი მატჩს ჩუპო მოტინგი, მანუელ ნოიერი, ლუკას ერნანდესი და ახალგაზრდა პოლ ვონერი გამოტოვებენ. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი