პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა ქედაში

11 აპრილი 2023, 15:01 970 ნახვა

სახელოვნებო განათლების მონიტორინგის მიზნით, აჭარის განათლების მინისტრის და ქედის მერის ანგარიშები მოისმინეს პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც  ქედაში ჩატარდა.   

მინისტრმა იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომლებიც სახელოვნებო სფეროში ჩართულობას ეხება. ანგარიშის მიხედვით, დაბა ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სკოლების ბაზაზე შეიქმნა არტ თერაპიის სივრცეები სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.  

ქედის მერის ანგარიშის მიხედვით, მალე ანიმაციური ფილმების შექმნის კურსები ჩატარდება, პროგრამის გავლა შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირებსაც შეეძლებათ.  

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში