რიგგარეშე სხდომის ჩატარების საკითხი

11 აპრილი 2023, 11:29 633 ნახვა

როდის ჩატარდება რიგგარეშე სხდომა პარლამენტში, რომელზეც საგამოძიებო კომისიის შექმნას უყრიან კენჭს? კითხვა ისევ ღიაა.  

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს სხდომის მოსაწვევად  მათ მირ ხელმოწერილი გადაგზავნილი დოკუმენტი ჯერ გაუგზავნეს, მოგვიანებით კი უკან გამოითხოვეს.

ამბობენ, რომ საკმარისი ხმების მობილიზებას ინიციატივის მხარდასაჭერად ვეღარ  ახერხებდნენ, რადგან მათი მტკიცებით, ორი ოპოზიციონერი დეპუტატები დაუგეგმავად გაემგზავრა უცხოეთში. შესაბამისად ვერ გადაწყვიტეს როდის დაუბრუნდებიან რიგგარეშე სხდომის ჩატარებას, თუმცა აქვე გეტყვით, რომ მომდევნო კვირაში პარლამენტში ისედაც სასესიო კვირა იწყება.  

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მიზანს, სასამართლოს სისტემაში შესაძლო  კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები უნდა  გამოიძიონ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი