პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა ქედაში დღეს ჩატარდება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ბათუმში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.
მთავრობის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ასევე აჭარაში კულტურისა და საერთაშორისო მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.
განიხილეს ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გეგმები.