ჩინეთის დედაქალაქ პეკინს ძლიერმა ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა და ქალაქი სქელი რუხისფერი მტვრით დაფარა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განგაშის ყვითელი დონე გამოაცხადა, რომელიც ჩინეთის ამინდის გამაფრთხილებელ ოთხსაფეხურიან ფერად სისტემაში მესამეა.
ჩინეთის დედაქალაქში, რომელიც გობის დიდ უდაბნოსთან ახლოს მდებარეობს, მარტსა და აპრილში ქვიშის ქარიშხალი ჩვეულებრივი მოვლენაა.