საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტზე მეორე მოსმენით, მუხლობრივი მსჯელობა დაიწყო. საკითხს დეპუტატები დილიდან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
ოპოზიციას გარკვეული შენიშვნები მომზადებული აქვს. ახალი კოდექსის მიხედვით, ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში, ასევე იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების პირობები.
თავდაცვის ახალი კოდექსის პირველი მოსმენით მიღებას გასულ კვირას 80 დეპუტატი მიემხრო, ორი წინააღმდეგი იყო.