საფრანგეთის ალპებში, ზვავის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა

10 აპრილი 2023, 10:13 579 ნახვა

საფრანგეთის ალპებში, მონბლანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, - ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანენმა განაცხადა.

ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება 2 პირი - ყველა მათგანი, ზვავში მოყოლამდე, თხილამურებით სრიალებდა. სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. 

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მან დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

სამაშველო ოპერაცია ზვავსაშიშროების გამო შეჩერდა, მაგრამ დღეს დილიდან კვლავ განახლდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში