სანქცირებული მოსამართლეები

07 აპრილი 2023, 20:01 617 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. ის დღეს შეხვდა როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ასევე ქვეყნის მთავარ კანონმდებელს. კელი დეგნანის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი,რატომ მოისურვებს აშშ საქართველოს ხიფათში ჩაგდებას, სამწუხაროა, რომ ვისმენთ სრულიად მცდარ შეთქმულების თეორიას და ზოგჯერ ეს ისმის მმართველი პარტიის წევრებისგან,- აცხადებს დეგნანი. შალვა პაპუაშვილის თქმით, ელჩმა განმარტა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ სავიზო შეზღუდვა.ქვეყნის პრეზიდენტი კი აცხადებს რომ მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრას სათქმელი, მაგრამ ნუ გავიბუტებით, გავაანალიზოთ, რა და რატომ მოხდა,ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ. საკანონმდებლო ორგანო კი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ემზადება. უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შეფასებები საქართველოში, ვნახოთ რეპორტაჟი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში