არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა სურდეს აშშ-ს საქართველოს ხიფათში ჩაგდება, სამწუხაროდ ვისმენთ სრულიად მცდარ შეთქმულების თეორიას - დეგნანი

07 აპრილი 2023, 16:32 758 ნახვა

არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა სურდეს აშშ საქართველოს ხიფათში ჩაგდებას, სამწუხაროა, რომ ვისმენთ სრულიად მცდარ შეთქმულების თეორიას და ზოგჯერ ეს ისმის მმართველი პარტიის წევრებისგან, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კელი დეგნანმა, მეორე ფრონტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს 100%-ით სიცრუეა.

"მეორე ფრონტის საკითხს რაც შეეხება, როგორც მანამდე არაერთხელ მითქვამს, ეს 100 პროცენტით სიცრუეა, აბსოლუტური ტყუილია. არ არსებობს მიზეზი, რატომ მოისურვებს აშშ საქართველოს ხიფათში ჩაგდებას. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ, დაგეხმაროთ, გააძლიეროთ შესაძლებლობა, დაიცვათ საზღვრები თქვენი უსაფრთხოების გაძლიერებაში, თავდაცვის სამინისტროსთან, სანაპირო დაცვასთან, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად მუშაობით. რატომ ჩავაგდებთ საქართველოს რისკის ქვეშ. ძალიან მგრძნობიარე ვართ იმ საკითხში, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია ისეთი აგრესორის მიერ, როგორიც რუსეთია. ჩვენ აბსოლუტურად არასდროს ჩავაყანებთ საქართველოს ასეთ პოზიციაში. ეს ადრეც ბევრჯერ მითქვამს. სამწუხაროა, რომ ვისმენთ სრულიად მცდარ შეთქმულების თეორიას და ზოგჯერ ეს ისმის მმართველი პარტიის წევრებისგან. ძალიან სამწუხაროა. ეს ასი პროცენტით სიცრუეა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანის განცხადებით, ყოველთვის სასარგებლოა სპიკერთან საუბარი იმ საკითხებზე, რომლებზეც ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს.

"დღეს ჩვენ ვისაუბრეთ არსებობს თუ არა დამატებითი გზები, რომ აშშ-მა შეძლოს, პარლამენტის მხარდაჭერა საკანონმდბელო რეფორმის გატარები ძალისხმევაში, რაზეც ძალიან კარგად ვმუშაობდით წლების განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისთვის. ველოდებით შესაძლებლობას, რომ ეს გაგრძელდეს, რადგანაც ჩვენთვის ცნობილია, რომ სასაამრთლო რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა არის ორი იმ 12 პრიორიტეტს შორის, რაც არის საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანიდადატის სტატუსის მიღების ნაწილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო შეძლებს, მიიღოს დადებით პასუხის დეკემბერში. ჩვენ ვხვდებით, რომ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.

როგორც ვიხილეთ ვენეციის კომისიის მიერ გასულ თვეს გამოქვეყნებული შეფასებიდან, ჯერ კიდევ არის რამდენიმე ნაბიჯი გადასადგმელი, რათა შესრულდეს სასამართლო სისტემის რეფორმისთვის აუცილებელი მოთხოვნები. მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა. ასეთი გახლდათ ვენეციის კომისიის ბოლო ოთხი რეკომენდაცია და კიდევ ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს.

რაც შეეხება კითხვას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენი შეგრძნებით ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, რადგანაც ეს არის შესაძლებლობა, გადაწყდეს სასამართლოში არსებული კორუფციის შესახებ ბრალდებები. ეს გახლავთ შესაძლებლობა, მოხდეს დემონსტრირება საქართველოს მთავრობის ერთგულებისა კორუფციასთან ბრძოლისადმი და ნამდვილად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისადმი. დემოკრატიის სამიტზე ვაშინგტონში, საქართველომ, პრეზიდენტ ბაიდენთან და 100 მეტ სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, დადო პირობა ებრძოლოს კორუფციას, დადო პირობა დაიცვას და წინ წაწიოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობის პრიორიტეტები, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ფუნქციონალური დემოკრატიისთვის. იმედი გავაქვს, საქართველო ისარგებლებს ამ შესაძლებელობით, რათა გადაწყდეს სასამართლო სისტემაში კორუფციის ბრალდებები და რეალურად გადადგას არსებითი ნაბიჯები, რათა შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი