დღეს ''ნაპოლი'' გასვლაზე ''ლეჩეს'' ესტუმრება

07 აპრილი 2023, 11:10 798 ნახვა

დღეს იტალიის ''სერია ა-ს'' 29-ე ტურში ''ნაპოლი'' გასვლაზე ''ლეჩეს'' დაუპირისპირდება. ამ დროისთვის ნეაპოლელები 71 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ''ლეჩე'' 27 ქულით გათამაშების ცხრილში მე-16 პოზიციას იკავებს.

პირველ წრეში ამ გუნდებს შორის გამართული მატჩი ნეაპოლში ფრედ 1:1 დასრულდა. საერთო ჯამში კი სერია A-ში აქამდე 23-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 10-ჯერ ''ნაპოლიმ'' მოიგო, 4-ჯერ ''ლეჩემ'', ხოლო 9 მატჩი ფრედ დასრულდა.

ეს დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

12 აპრილს კი ''ნაპოლი'' ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს, სადაც გასვლაზე ''მილანს'' დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში