საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.
როგორც პრეზიდენტი წერს, ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
„ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. გილოცავთ! ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ფინეთი ნატოს 31-ე წევრი დღეს ოფიციალურად გახდა. ცერემონია ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.