სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებზე იმსჯელებს დღეს პარლამენტი. საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გადანაწილება ევრო რეკომენდაციების ნაწილია.
დღესვეორი კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ. განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ გივი მიქანაძე, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძე არიან წარდგენილები.
დღესვე კენჭს უყრიან პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების საკითხს. ისინი პარლამენტიდან წასული ფრაქცია “ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის ადგილმონაცვლედ შევლენ.