გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, მევენახე ფერმერებისთვის სახელმწიფოს თანამონაწილეობა აგროდაზღვევის პროგრამაში თანადაფინანსების სახით 50%-დან 70%-მდე გაიზრდება. მან მთავრობის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფერმერებს მოუწოდა, აღნიშნული პროგრამით ისარგებლონ.