კახეთში, 13 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, სადაც ქირით ცხოვრობდა მათი 25 წლის ნათესავი მამაკაცი.
მომხდარი მას შემდეგ გაიგეს, რაც გოგონა სახლიდან გაუჩინარდა და ოჯახმა პოლიციას მიმართა.
დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.