10 მილიონი აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 

02 აპრილი 2023, 18:11 993 ნახვა

აჭარის მთავრობა სტიქიისა და მეწყერის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ინფრასტრუქტურის აღსადგენად ექვსივე მუნიციპალიტეტში 10 მილიონ ლარს გამოყოფს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და გზების აღდგენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში