მაგთიკომის განცხადება

10 თებერვალი 2017, 00:00 1389 ნახვა

კომპანია ”მაგთიკომი” ფარულ მოსმენა-მიყურადღებასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ პროექტს აკრიტიკებს და სპეციალური წერილით პრეზიდენტს მიმართავს. კომპანიის განცხადებით, კანონპროექტით ავტორიზებული პირებისთვის დაკისრებული ვალდებულებების სრულყოფილად აღსრულება შეუძლებელია. ”მაგთიკომი“ სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლისგან დაკომპლექტდება და ამ ჯგუფის მიზანი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებზე საბოლოო პოზიციების შეჯერება-შეთანხმება იქნება. პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში ”მაგთიკომი” აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესში ჩართული არ ყოფილა არც ერთი ავტორიზებული პირი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი