პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ირკვევა, რომ 7 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს მან 9 აპრილის ქუჩაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“, რის გამოც სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღეს და მათი საავადმყოფოში გადაიყვანა გახდა საჭირო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციითვე ბრალდებულმა 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.