ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში, პროექტ “სამუზეუმო საათის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომლის თემატიკაც “ბათუმის არქიტექტურული ძეგლები“ იყო.
შენობა-ნაგებობების არქიტექტურაზე, კულტურული-მემკვიდრეობის ღირებულებებსა და ძეგლების მხატვრულ-სტილისტიკურ მახასიათებლებზე მოსწავლეებს ხელოვნების აკადემიური დოქტორი სოფო სანიკიძე ესაუბრა.
საუბარი შეეხო ქალაქის დაარსების პერიოდს, იმდროინდელ არქიტექტურულ სტილს, ასევე მსოფლოს სხვადასხვა ქალაქის დაგეგმარებას.