ვიზიტის მეორე დღე.ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა პარლამენტში შეხვედრები დაასრულეს.ევროპელი კოლეგების მთავარი ინტერესი ევროკომისიის რეკომენდაციებია, კონკრეტულად მონაწილეობდა თუ არა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი სამუშაო შეხვედრებში და იმ სამუშაოში, რომელიც უკავშირდება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას. მანამდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასევე შეხვდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.