მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები თავად იღებენ გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა-აცხადებს ომბუდსმენი, რომელიც ასე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა თითქოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მის გადაწყვეტილებას ელოდებიან.აღნიშნული საკითხი მოგვარებულია და რწმუნებები მათ ნებისმიერ დროს, მოთხოვნისთანავე გადაეცემათ,- ამბობს იოსელიანი.