ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ფეხბურთში

26 მარტი 2023, 20:00 825 ნახვა

საქართველოში უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო. დღეიდან, უეფას ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად ევროპის მოედანზე კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება. 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერლები და ბენდები, მათ შორის, ნუცა ბუზალაძე, სალიო, ანსამბლი „შვიდკაცა“, სოფო ხალვაში და სხვადასხვა ადგილობრივი ბენდი.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი