21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასი - ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართება 

26 მარტი 2023, 12:05 470 ნახვა

უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს. ღონისძიება დღეს ევროპის მოედანზე 19 საათიდან დაიწყება, გაიმართება კონცერტი, რომელშიც ნუცა ბუზალაძე, სალიო, ანსამბლი შვიდკაცა, სოფო ხალვაში და სხვადასხვა ადგილობრივი ბენდი მონაწილეობს. ღონისძიებამდე თასი ბათუმის ქუჩებს მოივლის.

ბათუმის შემდეგ თასი მესტიაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, 2 მაისს ტურნირის კიდევ ერთ მასპინძელს, ქუთაისს ესტუმრება. ქუთაისიდან მოგზაურობა ამბროლაურსა და ყაზბეგში გაგრძელდება. თასის ბოლო გაჩერება კი თბილისში იქნება. 

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

დღევანდელი ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში