ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, იმუშავეთ რეკომენდაციების შესრულებაზე - ეს განცხადება სულ ცოტა ხნის წინ კელი დეგნანმა გააკეთა.
ამერიკელი დიპლომატი თვლის, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საჭიროა მეტი მუშაობა და კონსოლიდაცია.
პოლიტიკოსებს დეგნანმა კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თანამშრომლობის გარეშე არაფერი გამოვა. აქვს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი არაფორმალური მმართველობის პირობებში - კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სტატუსი დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირმა განსაზღვრა.