პარლამენტში ინტერპელაციის წესით, ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა მიმდინარეობს.
დარჩიაშვილის მოსმენა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯერ კიდევ სექტემბერში მოითხოვეს და მინისტრს საინტერპელაციო კითხვები გაუგზავნეს, თუმცა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დარჩიაშვილის მისვლა რამდენჯერმე გადაიდო.
საგარეო საქმეთა მინისტრთან გაგზავნილ საინტერპელაციო კითხვებს ხელს აწერენ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე, ანა ნაცვლიშვილი, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ხათუნა სამნიძე და დავით ბაქრაძე.