„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარტიას ტოვებს.
მისივე თქმით, პარტიასთან ერთად ტოვებს ფრაქციასაც.
„ვფიქრობ, ჩემი და პარტიის ურთიერთობის რაღაც ეტაპი უნდა დასრულდეს, ეს მომენტი ძალიან მალე უნდა დადგეს. რაღაცნაირად ალბათ ეს თანამშრომლობა დასრულდება. ვერ გეტყვით დროსა და მომენტს. ეს ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც გუშინ ვთქვი. პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას. როდესაც ოფიციალურად დადგება ასეთი გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს პრინციპისა და ღირსების საკითხია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.