ოპოზიციის შეფასებით ''ვივამედის'' განცხადება ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო და ამით მმართველი პარტიის სურვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და ციხეში მისი დაბრუნებისთვის ნიადაგის შემზადებაა.
ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს აკისრებს პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი, ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ მესამე პრეზიდენტი თვითდაზიანების რეჟიმშია და ამაში მას მისი გარემოცვაც უწყობს ხელს, რადგან მათივე განცხადებით, ის უარს ამბობს სრულფასოვანი სამედიცინო დახმარებისა და კვების მიღებაზე.