ნატოს კვირეული ბათუმში

06 აპრილი 2016, 00:00 5574 ნახვა

ნატოს კვირეულის ფარგლებში ბათუმის უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშები, სახელწოდებით "ნატო-ოტან" გაიმართა. თამაშებში ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების 21 გუნდის 100-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ორგანიზატორი კი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროა. მოსწავლეებმა დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორიის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები სერთიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი