ბუთურაულში გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს

22 მარტი 2023, 17:55 554 ნახვა

შუახევში, ბუთურაულში შესაძლოა ერთ-ერთი უბნის 30-მდე ოჯახის განსახლება გახდეს  საჭირო. საუბარია გეოლოგების პირველად  დასკვნაზე, ზუსტ საინჟინრო კვლევას  კი სპეციალისტები  ერთ კვირაში  მოამზადებენ.მეწყერი სოფელ ბუთურაულში რამდენიმე ადგილას  ჩამოწვა, ზოგან საცხოვრებელ სახლებთანაც კი . სტიქიამ დააზიანა საავტომობილო გზა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღსანიშნავია, რომ  ტერიტორია უკვე მეორედ შეისწავლეს , რადგან  პირველადი შესწავლით მაშინ გეოლოგებმა მხოლოდ ის დაადგინეს, რომ საჭირო იყო გამაგრებითი სამუშაოები, რასაც მოსახლეობა არ დათანხმდა. ამიტომ მოსახლეობამ თავად გადაწყვიტა  სოფლიდან გაეყვანათ ხანდაზმულები და ისინი, ვინც მედიკოსების მეთვალყურეობას და დახმარებას ხშირად  საჭიროებენ. შუახევის მერის ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა არაერთ ადმინისტრაციულ ერთეულშია, ამიტომ გეოლოგების დასკვნების შესაბამისად მოსახლეობას ქირით გაყვანას სთავაზობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი