მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

22 მარტი 2023, 13:12 497 ნახვა

თბილისში, მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ლიფტში არის ცეცხლის კერის კვალი, მამაკაცს კი ჭრილობები აღენიშნება. ცხედარი მეზობლებმა ნახეს.

ამ წუთებში, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში