საკონსტიტუციო სარჩელი

08 თებერვალი 2017, 00:00 2004 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქე შოთა ჯიბლაძის საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავს. იგი სარეკრიაციო ადგილებსა და ქალაქების- თბილისისა და ბათუმის ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო  მიწის ნაკვეთებზე მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის სახელმწიფოსათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ეხება. ჯიბლაძემ ამბობს, რომ  მოქალაქეებს ერთ კვადრატულ მეტრში დანიშნულების შეცვლისთვის  3 ლარისა და 40 თეთრის გადახდა უწევთ, მაშინ, როცა სასოფლო-სამეურნეო მიწა გაცილებით იაფი ღირს. მისი განცხადებით ეს ხელს უშლის მეწარმეობის განვითარებას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი