საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სერბეთის ურყევი მხარდაჭერისთვის ირაკლი ღარიბაშვილმა ვლადიმირ ორლიჩს მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მკაფიო პოზიცია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე.
ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მხარეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს საერთო მისწრაფება აერთიანებთ და ეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა.